მთავარი               ჩვენს შესახებ                სიახლე                 შემოქმედება               კურსდამთავრებულები                ფოტოგალერია   

 
06.09.11 პედაგოგიური საბჭოს სხდომამ მიიღო   დადგენილება   სასკოლო სასწავლო       გეგმის დამტკიცების შესახებ

02.08.11 სამეურვეო საბჭოს დადგენილებით, პედაგოგიურ საბჭოს მიეცა თანხმობა, სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ

17.11. 2011-გაიხსნა მოსწავლე-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა  ”შემოდგომის ფერთა სიუხვე”. გამოფენის ორგანიზატორები: ხელოვნების პედაგოგები მადონა მხეიძე-ასათიანი, მაია ჩიკვაიძე, ნინო კუხიანიძე და ხათუნა ფუტკარაძე.
18.11.2011 -მოეწყო  სკოლის პედაგოგების შეხვედრა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსთან ბატონ ანდრო ლოსაბერიძესთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს.
31.11.2011     UNESCO-ს პატრონაჟით და UNESCO-ს ავსტრიის კომისიის მხარდაჭერით გამართულ კონკურსში მომზადდა ვიდეო მასალა 15 წუთიანი ხანგრძლივობით ”იერუსალიმი ყველგან” ხელმძღვანელი ხელოვნების პედაგოგი ხათუნა ფუტკარაძე. სრული მასალა შეგიძლიათ იხილოთ შემოქმედების რუბრიკაში.

2011 წლის ოქტომბერი განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტრენინგში „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისათვის“-მონაწილეობა მიიღო ოცდაცხრა მასწავლებელმა.

19. 10. 2011წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნ .სეფერთელაძემ სკოლის საბაზო საფეხურის დამრგვალების გარეშე 10 ქულოსან დამთავრებულებს:  ს.იდაძე, გ.იამანიძე, ნ.ახალაძეს, თ.ბაბუნაშვილს, ნ.ნიჟარაძეს, თ.ობოლაძეს, ა.შვანგირაძეს, ქ.არჩაიას, დ.ბასილაძეს, გ.გოლუბიანს, მ.ტონიას და გ.ჯანელიძეს საჩუქრად გადასცა ლეპტობები.

1-3 11. 2011 რუსული ენის სერთიფიცირებულმა მასწავლებელმა ელენე ცხადაძემ ტრენინგი გაიარა ქ. როსტოვში.

12.11. 2011წ. ევროპული ენების ინსტიტუტის  მიერ ჩატარებულ სასკოლო რესპუბლიკურ ოლიმპიადაში გაიმარჯვა მე-6 კლასის მოსწავლემ ბექა ბასილაძემ (მასწ. ანა ჩაჩხიანი)

13.11. 2011 წ. შემოქმედ-ნიჭიერ ახალგაზრდა რესპუბლიკური ფედერაციის მიერ ჩატარებული ნორჩ-ინტელექტუალთა მე-5 რეგიონალურ კონკურსში გაიმარჯვა: მე-2 კლასის მოსწავლეებმა: დ.ბაბუნაშვილმა, გ.ჯინჭველშვილმა, ი.ნანობაშვილმა, ს.ყანჩელმა, ა.ჯაფარიემ, მე-3 კლასის მოსწავლეებმა: ნ.მაღლაფერიძემ, მ.ბალანჩივაძემ, ლ.ონიანმა, მე-5 კლასის მოსწავლეებმა: ნ. ჩხარტიშივლმა, მე-6 კლასის მოსწავლეებმა: გ.მენაბდემ, მ.გაჩეჩილაძემ, მ.სანიკიძემ, ვ.არველაძემ და მე-8 კლასის მოსწავლემ შ. კუჭუხიძემ.

15-25. 11. 2011წ. შიდსთან ბრძოლის მსოფლიოს დღისადმი მიძღვნილ კონკურსში „ჯანსაღი ცხოვრება-ჩვენი არჩევანია“ კონკურსის პირველ ეტაპზე გაიმარჯვა მე-10 მოსწავლეებმა: თ.მარგველაშვილმა, ე.ზედგენიძემ და მ.ტონიამ (მასწ. მ.ახვლედიანი)

26. 11. 2011 წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებული მე-15 რესპუბლიკური ტესტირება ტურნირში მონაწილეობა მიიღო ოცდაოთხმა მეექვსე კლასელმა.

Future Leaders Exchange Program (FLEX)

31. 2011 წ. აშშ-დან დაბრუნდა და სწავლას შეუდგა FLEX-ის პროგრამის მონაწილე მე-12 კლასის მოსწავლე ნინო გოშხეთელიანი.

12-27. 11 2011წ. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 434 მოსწავლემ. მეორე ეტაპზე გადავიდა 205 მოსწავლე.

27.11. 2011წ. კონკურსში „ეტალონი“ წარმატებით იასპარეზა მე-11 კლასის მოსწავლემ გ.ბაბუნაშვილმა

22.11.2011წ. შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე  სამი ნოველა სიყვარულზე - რევაზ ინანიშვილი. მე-12 კლასი, ქართული ენის პედაგოგი მარინე არაბიძე

24.11.2011.წ  შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე ”რუსული სამზარეულო ”, მე-11 კლასი, რუსული ენის პედაგოგი ელენე ცხადაძე

24.11.2011.წ მე-3 კლასი, ლალი მუკბანიანი სხვადასხვა რესურსებისა და აქტივობების გამოყენებით ჩატარდა გაკვეთილი თემაზე ”რიცხვის ექვსზე გამრავლება და ექვსის რიცხვზე გამრავლება”

25.11.2011.წ მე-10 კლასი, ნინო საღინაძე, ბიოლოგია, გაკვეთილის თემა ”გენების ურთიერთობა”
28.11.2011.წ მე-11 კლასი, ასმათ ღვინეფაძე, მათემატიკა, გაკვეთილის თემა ”ვექტორების გამოყენება”
28.11.2011.წ მე-2 კლასი, ინტეგრირებული გაკვეთილი (ქართული, მუსიკა, ხელოვნება) თემაზე ”შემოდგომის გაცილება”-პედაგოგები: ფატი ხინგავა, ირინე ლომინაძე, მადონა მხეიძე.
01.12.2011.წ მე-7 კლასი, ნებული სვანიძე. გიორგი ლეონიძის.”ნატვრის ხე”-ტექსტზე მუშაობა
02.12.2011.წ მე-11 კლასი, გულო გვეტაძე, გურამ დოჩანაშვილი ”კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა” ანალიზი
02.12.2011.წ მე-9 კლასი, ლია ბაბუნაშვილი ”განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები ქართულ ენაში”
02.12.2011წ. სკოლის პედაგოგთა ქუთაისის სიონის საქველმოქმედო ფონდში ეტანილ იქნა 225 ლარი.
02.12.2011.წ მე-10 კლასი, ია სულაბერიძე, შემაჯამებელი გაკვეთილი, ვაჟა ფშაველას  ”ალუდა ქეთელაური”
08.12.2011.წ მე-10 კლასი, მაია ბუდაგაშვილი,   გაკვეთილი თემაზე ”რეაქციის სიჩქარე. ფერმენტები”
  08.12.2011. წ. გაიხსნა პირველ კლასელთა ფოტო-გამოფენა ”შემოდგომის ფერები” ხელმძღვანელი ნ.არსენიძე
09.12.2011 წ. მე-4 კლასი, ქართული,  შემაჯამებელი  გაკვეთილი თემაზ: ელგუჯა მერაბიშვილის პირველი ნაბიჯი” პედაგოგი ჯემა ფილიპაშვილი
12.12.2011 წ. მე-2 კლასები,  კლასის დამრიგებლები დოდო ჩეჩელაშვილი და მაია აფრიდონიძე ”მხიარული სტარტები”-გაიმარჯვა მეგობრობამ.
12.12.2011 წ. მე-8 კლასი,  რუსული ენა, ირმა ხვადაგიანი (სერთიფიცირებული, ჩააბარა გამოცდა კომპიუტერსა და ინგლისურ ენაში)   კრილოვის იგავ-არაკები.გუნდების მიერ მომზადებული იქნა სხვადასხვა სახის ბუკლეტები.
  12.12.2011 წ. მე-6 კლას,  ქართული ენა, ლია ჩხაიძე ილია ჭაჭავაძე ”შინაური მიმოხილვები” -დიალოგი
13.12.2011 წ. პირველი კლასი, ინტეგრირებული გაკვეთილი   ქართული -ინგლისური თემაზე ”პირველი ნაბიჯები ანბანის სამყაროში” პედაგოგები: ნარგიზა კუხიანიძე, ანა ჩაჩხიანი (სერთიფიცირებული, ჩააბარა გამოცდა კომპიუტერსა და ინგლისურ ენაში)  
  13.12.2011 წ. მე-9 კლასი,   ინგლისური, რუსუდან კოპალეიშვილი, გაკვეთილის თემა   ”გართობა” სხვდასხვა რესურსების გამოყენებით.
  13.12.2011 წ. მე-8 კლასი, ინგლისური, თემაზე ”წითელ წიგნში შეყვანილი ცხოველები”. სოფიო ხვადაგიანი (სერთიფიცირებული, ჩააბარა გამოცდა კომპიუტერსა და ინგლისურ ენაში)  
13.12.2011 წ. მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისათვის მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტრის იმერეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოში.
  2011 წლის 7 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა სადირექტორო წერები:

მე-9-10 კლასებში: ქართული ენა, მათემატიკა, ინგლისური, რუსული, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.

მე-11-12 კლასებში: ქართული ენა, მათემატიკა, ინგლისური, რუსული, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია.

  ძიუდოსტთა შორის საქართველოს ჩემპიონი მძიმე კატეოგრიაში გახდა მე-8 კლასის მოსწავლე ამირან წიქორიძე-გილოცავთ.  
გამოავლინე - საქართველოს 7საოცრება
27.01.10- სამხედრო კომისარიატში დასრულდა წვევამდელთა აღრიცხვა
   

27.01.10 - მოეწყო სასკოლო თეატრების ფესტივალში მონაწილე მოსწავლეთა დაჯილდოება
   

1.02.10 - პედაგოგებს გაეცნო მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #08-1 ბრძანების ძირითადი მოთხოვნები
   

1.02.10 - 1 თებერვლიდან დაწყებით კლასებში დაიწყო შესწავლა წერილობითი კოდის გახმოვანების შესახებ
   

7.02.10 - დასრულდა სასკოლო თეატრების ფესტივალი, ჟიურიმ ერთსულოვნად სცნო გამარჯვებულად მესამე საჯარო სკოლის მიერ მომზადებული ნატო გაგნიძის ერთმოქმედებიანი პიესა ”წმიდასა და ნეტარსა” და დაჯილდოებულ იქნა საპატიო სიგელითა და 2000 ლარით
   
9.02.10 - დასრულდა კონკურსი - ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია”...მე-2 კლასის მოსწავლეების ნახატები წარდგენილი იქნა კონკურსზე
   
10.02.10 - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წარდგენილი იქნა სკოლის მასწავლებლების: მარინე გიორგობიანისა და ზურაბ მუშკუდიანის მიერ მომზადებული პროექტი: ”საქართველოს სასკოლო განათლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის სამსახურში

   

23.02.10 - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლების მიერ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის სხვადასხვა კლასებში ჩატარდა ლექციები, გაიმართა დისკუსიები და დებატები თემაზე ”რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

   
2.02.-13.02 -სხვადასხვა ასაკში ჩატარდა სასკოლო პირველობა ჭადრაკში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. ორგანიზატორები ლიზი ხვიჩია და დავით მშვილდაძე პრემირებულ იქნენ.
   
3.03-9.03.10-მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მიეძღვნილი ქალთა დღესთან დაკავშირებით
   
3.03-9.03.10-მოეწყო მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა
   
9.03.10 -სკოლის პედაგოგების მონაწილოებით საზეიმოდ აღინიშნა ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი. ღონისძიებაში მონაწილოება მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. საზეიმო ღონისძიების ორგანიზატორებს გადაეცათ ფულადი პრემია
   
10.03.10-ინგლისური ენის პედაგოგის მადლენ გიორგაძის მიერ ჩატარდა კონფერენციაზე თემაზე `NO SMOKING DAY`
   
12.03.10-ქართული ენის მასწავლებლის თეა მაჭავარიანის ინიციატვით ჩატარდა PEN-გაკვეთილი.

  

საქართველო, ქუთაისი წმ. ნინოს ქუჩა N2 / Georgia, Kutaisi St. Nino st. #2

  ©2010 Zurab Mushkudiani & BASKO