თითოეულ გვერდზე დაიდება 15 ვერსია, ქრონოლოგიური სისწორით, ანუ ამ გვერდზე პირველი ვერსია არის ყველაზე ძველი და ბოლო გვერდზე ბოლო ვერსია ყველაზე ახალი



1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 შემდეგი გვერდი>>

1.რიწის ტბა - მდებარეობს საქართველოში , აფხაზეთში , მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ, სარკის ფართობი 1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ/მ³, მაქსიმალური სიღრმე 101მ. ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსის დაგუბების შედეგად.იმიტომ ვთვლი საოცრებად ,რომ რიწა უღრმესი ტბაა ამიერკავკასიაში.


2.ბაგრატის ტაძარი - ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები. ჩემი აზრით ნამდვილად არის ბაგრატის ტაძარი ქართველებისთვის საამაყო საოცრება.


3.უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.
წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა. უფლისციხე ნამდვილად გასაოცარი ადგილია.


4.ვარძია-კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.ერთ-ერთი საქართველოს საოცრება..რატომ ? ნახეთ და დარწმუნდებით.


5.თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება-მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.ღირშესანიშნავი ადგილი, საოცრება .


6.ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა. ერთ-ერთი ენა 14-იდან მსოფლიოში :)


7.ქუთაისის #3 საჯარო სკოლა - რატომ ?? 31-ში გაიგებთ :))

გიგი მინაძე

უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.
წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა. უფლისციხე ნამდვილად გასაოცარი ადგილია.

თამუნა მანაგაძე

1)ენა ქართული,2)საქართველოს ბუნება,3)ქართული სუფრა,4)სვეტიცხოველი,5)გელათის ტაძარი,6)წმინდა სამების ტაძარი,7)მინ.წყალი ბორჯომი

ამირან ფუტკარაძე

1. დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი - მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ - დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - ნათლისმცემლი. დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმიდა მამის - ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული. მან გააფართოვა და გადააკეთა წმიდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია, ხოლო შემდგომ კი წმიდა მეფის - დავით აღმაშენებლის ძემ - დემეტრემ (ავტორი საგალობელისა "შენ ხარ ვენახი"). XI საუკუნეში გარეჯის მონასტერს სელჯუკები შემოესივნენ, რის გამოც შეფერხდა მისი განვითარება, თუმცა ცხოვრება აქ არ შენელებულა. გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული აყვავებას მიაღწია XI-XIII საუკუნეებში. დაარსდა ახალი მონასტრები - უდაბნო ბერთუბანი და ჩიჩხიტური, გაფართოვდა და კეთილმოეწყო დავითის ლავრა, რომელიც პატარა ხეობის ორივე კალთაზეა გაშენებული. მონასტერში, სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმიდა დავითმა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია. გარეჯის ფრესკების მნიშნველობას განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ მან შემოგვინახა ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი - წმიდა დავით აღმაშენებლისა - ნათლისმცემლის უდაბნოში, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის - ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორებისა - უდაბნოში. XIII საუკუნეში მონღოლებმა გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები, ცეცხლს მისცეს ხელნაწერები და სიწმინდეები. შეწყდა ცხოვრება ბერთუბანში, აოხრდა ლავრის, დოდოს რქის და ნათლისმცემლის მონასტრები. XIV და XV საუკუნეთა მიჯნაზე თემურ ლენგმა ცეცხლითა და მახვილით დაარბია საქართველო. ქვეყნის დაცემა, ბუნებრივია, დავით გარეჯის მონასტერსაც შეეხო. როგორც ჩანს, ამ დროს შეწყდა მონასტრის სამხატვრო სკოლის არსებობაც. 1615 წელს შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს. XVII საუკუნის ბოლოს მეფე თეიმურაზი და შემდეგ არჩილ მეფე ცდილობდნენ სამონასტრო ცხოვრების აღდგენას დავით-გარეჯში. ეს მხოლოდ 1690 წელს მოხერხდა, როცა მონასტრის წინამძღვრად ღირსი ონოფრე გარეჯელი (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე) დაინიშნა. მისი ორმოცი წლის მოღვაწეობის შედეგად გარეჯის მონასტერს დაუბრუნდა დაკარგული მიწები, აიგო გალავნები, კარიბჭე და სატრაპეზოები. XVIII საუკუნის ხშირი თავდასხმების შედეგად, გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი გაუკაცრიელდა, მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი.

2. სათაფლიის II მღვიმე - მდებარეობს საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან დასავლეთით 700 მეტრზე და მას ასევე გეოგრაფიის ინსტიტუტის მღვიმე ეწოდება. იგი წარმოადგენს შრეთაშორის დაღმავალ მღვიმეს. შესასვლელი ვიწროა. ფსკერი დასერილია კარული ზედაპირებით. შესასვლელიდან დაახლოებით 80 მეტრზე იხსნება პირველი დიდი დარბაზი. გამოსაყოფია ასევე "გიგანტური დარბაზი" და "ლოდთა დარბაზი". დამახასიათებელია სხვადასხვა ფორმის ღრმულები, რომელიც წარმოქმნილია კოროზიის შედეგად. მღვიმე ძალზე მდიდარია ქიმიური ქარმონაქმნებით. არის სტალაქტიტები, რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვს. აქვეა სტალაგმიტები, სტალაგნატები, იშვიათი ჰელიქტიტები და ჰელიგმიტებიც კი. გვხვდება ასევე დიდ სისქის ნგრეული მასალა. ჰავა დინამიურია. გაედინება ნაკადული, რომელიც პატარა ტბას აჩენს. დამახასიათებელია ფაუნის ელემენტები. გავლა ადვილია. საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან 600 მეტრში იხსნება სათაფლიის III მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 405 მეტრზე მდებარეობს. შედარებით პატარაა. არის სტალაქტიტები და ნაღვენთები. გავლა ადვილია. საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან ახლო მოშორებით არის სათაფლიის IV მღვიმე, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 305 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არის ქიმიური წარმონაქმნები. აქვეა ოღასყურას მღვიმე (სათაფლიის მღვიმის გამოსასვლელი), რომელიც მდებარეობს სამგურალის სერის სამხრეთ კალთაზე. აღსანიშნავია რომ მღვიმიდან გამოედინება ნაკადი, რომელიც დასაბამს აძლევს მდინარე ოღასყურას. აღსანიშნავია რომ, როდესაც ვახუშტის ინსტიტუტმა დაიწყო გეგმაზომიერი სპელეოლოგიური ექსპედიციების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით, იმ დროს გამოკვლევათა რიცხვს მიეკუთვნებოდა სათაფლიაც, რომელიც იმ დროს საფუძვლიანად აიღწერა ქართველი გეოგრაფების მიერ.

3. ალავერდის მონასტერი - რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებრეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია. ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა. ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები. ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-VII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მ-მდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები. საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნის დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით. ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის აგებულება - ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში. ტაძარი, უმთავრესად კი , გარე და შიგა პირი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. შემორჩენილია აგრეთვე წარწერები.

4. ახალი ათონის მღვიმე - ანაკოფიის მღვიმე, ივერიის მღვიმე, მღვიმე აფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე. ახალი ათონის მღვიმის ბუნებრივი ჩასასვლელი, ფართოპირიანი და შვეულკედლებიანი უფსკრული, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე იხსნება. მღვიმე ჩასახულია ქვედაცარცული ასაკის სქელშრეებრივ, ძლიერ ნაპრალოვან კირქვებში და შედგება ვერტიკალური (ჯამური სიღრმე 183 მ) და ჰორიზონტალური (ჯამური სიგრძე 3265 მ) სიღრუეებისაგან. აღსანიშნავია დიდი დარბაზები: "აფხაზეთი", "ქართველ სპელეოლოგთა დარბაზი", "ტაძარი", "სოხუმი", "თბილისი", "ჰელიქტიტების დარბაზი" და სხვა. ზოგიერთი მათგანი მდიდრულადაა მორთული სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაგნიტებით, ფარდებით, გაქვავებული ჩანჩქერებით. ცალკეულ დარბაზებშია პლატიკური თიხი დიდი სისქის (10-30 მ) ნალექები, ნგრეული მასალა. მღვიმის თავისებურებაა დარბაზების გიგანტურობა. მღვიმური სისტემის მოცულობა 1 მლნ. მ3 აღემატება. ამ მხრივ ის ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა წლის განმავლობაში 12,6-14,4°C, ხოლო შეფარდებითი ტენიანობა 94-100% ფარგლებში ირყევა. მღვიმეში გვხვდება კიბოსნაირნი, ობობასნაირნი, მრავალფეხიანები და სხვა. მღვიმე 1961 წელს აღმოაჩინა და შეისწავლა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტმა.

5. "თოვლიანი უფსკრული" - კარსტული უფსკრული ბზიფის ქედზე, უღელტეხილი ძინის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1950 მ-ზე. გამომუშავებულია ზედაიურული და ცარცული ასაკის სქელშრეებრივ ძლიერ დამსხვრეულ კირქვებში. "თოვლიან უფსკრულში" ერთმანეთს ცვლიან ღრმა შახტები და დამრეცფსკერიანი ვიწრო დერეფნები. ერთ-ერთი შახტის სიღრმეა 160 მ. "თოვლიანი უფსკრული" ყოფილ სსრკ-ში ყველაზე ღრმაა (1020 მ), გამოკვლეული უფსკრულის ჯამური სიგრძეა 6 კმ, ხოლო მოცულობა 800 ათ. მ3. უფსკრულში თოვლი და ყინულის ნაფენებია. თოვლ-ფირნყინულების საერთო მოცულობაა 35000 მ3. "თოვლიანი უფსკრული" ერთადერთია ყოფილ სსრკ-ში, სადაც ფირნი და მყინვარები ასეთ დიდ სიღრმეზეა. ჩასასვლელიდან 350 მ სიღრმეზე ჩნდება ნაკადი, რომლის დებიტი უფსკრულის ბოლოში 0,5 მ3/წმ, ხოლო ტემპერატურა 2°C აღწევს. ჩასასვლელი შახტის ჰაერის ტემპერატურა 0°C, დერეფანში 2°C, უნივერსიტეტის სახელობის დარბაზშია 3,4°C.

6. უშბა - ორთავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. მდებარეობს იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე. სიმაღლე 4700 მ. აგებულია გრანიტებით. უშბის ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: გულის, უშბის. განვითარებულია ალპინიზმი.მასზე პირველი ასვლა განხორციელდა 1934 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. .

7. ალავერდის მონასტერი - რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებრეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია. ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა. ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები. ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-VII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII).

ანა ლომიძე

1)ბაგრატის ტაძარი 2)გელათი 3)სათაფლია 4)სვეტიცხოველი,5)კავკასიონის ქედი 6)სამების ტაძარი,7)ქართული ღვინო

ანრი ანჩაბაძე

1)ქართული ღვინო 2)მწვანე მონასტერში დარჩენილი სისხლიანი ქვები 3)ქურჯანის ყოვლად წმინდა ორგუმბათიანი ეკლესია 4)მესამე სკოლა თავისი ბავშვებით 5)ბაგრატის ტაძარი 6)ადგილი სადაც ქრისტეს კვართია დაკრძალული

ეკა ლომინაძე

1)სვეტი ცხოველი 2)სათაფლიის ნაკრძალი3)წყალტუბოს ვანები4)სამების ტაძარი 5)გელათის მონასტერი6)მოწამეთა 7)ძევრში გამოქვაბულები კლდეში

ივანე ფანჩულიძე

1)სათაფლია 2)სამება 3)ჯიხეთის მონასტერი 4)ვარძია 5)ყაზბეგი 6)ბოდბე 7)გელათი

მარიამ გუმბერიძე

1)უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება უფლისციხე ნამდვილად გასაოცარი ადგილია

2)თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება-მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.ღირშესანიშნავი ადგილი,

3)ახალი ათონის მღვიმე - ანაკოფიის მღვიმე, ივერიის მღვიმე, მღვიმე აფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე. ახალი ათონის მღვიმის ბუნებრივი ჩასასვლელი, ფართოპირიანი და შვეულკედლებიანი უფსკრული, მღვიმე ჩასახულია ქვედაცარცული ასაკის სქელშრეებრივ, ძლიერ ნაპრალოვან კირქვებში და შედგება ვერტიკალური (ჯამური სიღრმე 183 მ) და ჰორიზონტალური (ჯამური სიგრძე 3265 მ) სიღრუეებისაგან. აღსანიშნავია დიდი დარბაზები: "აფხაზეთი", "ქართველ სპელეოლოგთა დარბაზი", "ტაძარი", "სოხუმი", "თბილისი", "ჰელიქტიტების დარბაზი" და სხვა.ცალკეულ დარბაზებშია პლატიკური თიხი დიდი სისქის (10-30 მ) ნალექები, ნგრეული მასალა. მღვიმის თავისებურებაა დარბაზების გიგანტურობა. მღვიმური სისტემის მოცულობა 1 მლნ. მ3 აღემატება.

4) უშბა - ორთავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. მდებარეობს იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე. სიმაღლე 4700 მ. აგებულია გრანიტებით. უშბის ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: გულის, უშბის. განვითარებულია ალპინიზმი.მასზე პირველი ასვლა განხორციელდა 1934 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. .

5)ადგილი სადაც იესო ქრისტეს კვართია დაგრძალული

6) სათაფლიის II მღვიმე - მდებარეობს საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან დასავლეთით 700 მეტრზე და მას ასევე გეოგრაფიის ინსტიტუტის მღვიმე ეწოდება. იგი წარმოადგენს შრეთაშორის დაღმავალ მღვიმეს. შესასვლელი ვიწროა. ფსკერი დასერილია კარული ზედაპირებით. შესასვლელიდან დაახლოებით 80 მეტრზე იხსნება პირველი დიდი დარბაზი. გამოსაყოფია ასევე "გიგანტური დარბაზი" და "ლოდთა დარბაზი". დამახასიათებელია სხვადასხვა ფორმის ღრმულები, რომელიც წარმოქმნილია კოროზიის შედეგად. მღვიმე ძალზე მდიდარია ქიმიური ქარმონაქმნებით. არის სტალაქტიტები, რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვს. აქვეა სტალაგმიტები, სტალაგნატები, იშვიათი ჰელიქტიტები და ჰელიგმიტებიც კი. გვხვდება ასევე დიდ სისქის ნგრეული მასალა. ჰავა დინამიურია. გაედინება ნაკადული, რომელიც პატარა ტბას აჩენს. დამახასიათებელია ფაუნის ელემენტები. გავლა ადვილია. საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან 600 მეტრში იხსნება სათაფლიის III მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 405 მეტრზე მდებარეობს. შედარებით პატარა. გავლა ადვილია. საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან ახლო მოშორებით არის სათაფლიის IV მღვიმე, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 305 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არის ქიმიური წარმონაქმნები. აქვეა ოღასყურას მღვიმე (სათაფლიის მღვიმის გამოსასვლელი), რომელიც მდებარეობს სამგურალის სერის სამხრეთ კალთაზე. აღსანიშნავია რომ მღვიმიდან გამოედინება ნაკადი, რომელიც დასაბამს აძლევს მდინარე ოღასყურას. აღსანიშნავია რომ, როდესაც ვახუშტის ინსტიტუტმა დაიწყო გეგმაზომიერი სპელეოლოგიური ექსპედიციების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით, იმ დროს გამოკვლევათა რიცხვს მიეკუთვნებოდა სათაფლიაც, რომელიც იმ დროს საფუძვლიანად აიღწერა ქართველი გეოგრაფების მიერ

7) ბაგრატის ტაძარი - ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები. ჩემი აზრით ნამდვილად არის ბაგრატის ტაძარი ქართველებისთვის საამაყო საოცრება.

ანა ფანჩულიძე

1)მოწამეთა 2)სამება 3)ვარძია 4)სათაფლია 5)ბოდბე 6)სვეტიცხოველი 7)მამა გაბრიელის საფლავი

დათო ფაშკუიძე

1)სვეტიცხოვლის ეკლესია 2)საქართველოს მეფე თამარი 3)მზის საათი გელათში 4)გოგნში წმინდა გიორგის ეკლესიას ჭიშკარი არ ჭირდება 5)სვანეთში ეკლესიაა სადაც მარტო კაცი უნდა შემვიდეს და ქალი, თორემ დიდი ამბავი ატყდება 6)სამების ტაძარი 7)განჯის კარი გელათში

ნია ცხადაძე

1)გელათი 2)სვეტიცხოველი 3)სამება 4)უფლისციხე 5)ვარძია 6)ქართული ენა 7)ქართული ღვინო

ლიზიკო შავგულიძე

1.მტკვარი (აზერ. Kür; თურქ. Kura), ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთში 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1364 კმ (185 კმ თურქეთში, 390 კმ საქართველოში, 789 კმ აზერბაიჯანში), აუზის ფართობი 188 ათ. კმ2. მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს. მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები Kür-ს უწოდებენ


2.ბოლნისის სიონი- უძველესი ქართული ტაძარი, სამნავიანი ბაზილიკა. მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფ. ბოლნისში (ბოლნისის რაიონი), მდ. ბოლნისისწყლის მარცხენა ვაკე ნაპირზე. ჩრდილოეთით ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით აშენებულია 478-493, მოპირკეთებულია ლამაზი ფირუზისფერ-მომწვანო ტუფის სუფთად გათლილი კვადრებით. ნავები ჯვარისებრი გეგმის ბოძების ხუთი წყვილითაა გამოყოფილი, საკურთხეველს სადიაკვნე და სამკვეთლო არა აქვს, ნახევარწრიული აფსიდი შვერილია. ჩრდილოეთით მთელ სიგრძეზე ღია ტაღოვანი გალერეაა, სამხრეთით - თაღოვანი სტოა და ორაფსიდიანი სანათლავი, რომელსაც შესასვლელი მხოლოდ ეკლესიიდან აქვს (ეს ცალკე გამოყოფილი სანათლავის ერთადერთი ნიმუშია საქართველოში), შესასვლელების (ერთი სამხრეთით, ორი ჩრდილოეთით) თავზე, მძლავრი ჰორიზონტალური ზღუდარების ზემოთ, ნალისებრი მოხაზულობის ღია ლუნეტებია. ნალისებრია შიგნითა თაღებიც. შია ნავი ნახევარცილინდრული კამარით იყო გადახურული (ახლანდელი გადახურვა XVII საუკუნისაა), გვერდის ნავები - ნახევარკამარებით, სამივე ნავს გარედან საერთო ორკალთიანი სახურავი აქვს.


3.ბოდბის მონასტერი-წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ზე. გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე (სხვა მოსაზრებით ( ს. კაკაბაძე, ბ. მჭედლიშვილი, ზ. კიკნაძე, თ. მირზაშვილი) წმინდა ნინო უნდა გარდაცვლილიყო დღევანდელ სოფ. ნინოწმინდაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. იხ. ბოდი). ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII საუკუნეებში ბოდბის მონასტერში მოღვაწეობდნენ მწიგნობარნი ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), ონოფრე ბოდბელი (XVIII ს.), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს.), დავით ბოდბელი (XVIII ს.), იოანე მაყაშვილი (1743-1837) და სხვები. 1837 წლიდან ბოდბის მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც არსებობდა სამასწავლებლო სკოლა ხელსაქმისა და სამხატვრო განყოფილებებით. კომპლექსში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამნავიანი ბაზილიკა (სამი შვერილი აფსიდით). თავდაპირველი არქიტექტურული ფორმებით იგი ადრინდელი ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ამჟამად მნიშვნელოვნად არის სახეშეცვლილი, მობათქაშებულია შიგნითაც და გარედანაც. ეტყობა XVII და XIX საუკუნეების რესტავრაციის კვალი. წარწერის მიხედვით, XIX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით.


4.ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მის პარალელურად, სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და საერთოდ, — ქართული ენის ისტორიის შესწავლას. მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული… დიალექტური ჯგუფების ჩათვლით). «სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? .....სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას.... ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…» (ილია ჭავჭავაძე) «დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან… და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა…» (იოანე ზოსიმე)


5.იალბუზი (რუსულად - Эльбрус, ყაბარდოულად - Ошхомахо, ბალყარულად - Мингитау) - კავკასიონის მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალი, დაახლოებით 2000 წლის წინ ჩამქრალი სტრატოვულკანია და მდებარეობს გვერდით ქედზე, ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან. მისი დასავლეთი (5621 მ) და აღმოსავლეთი (5325 მ) მწვერვალები გაყოფილია ღრმა უნაგირათი. ეს არა მხოლოდ ევროპის უმაღლესი მთაა (იმის მიხედვით თუ სად გადის კონტინენტის საზღვარი), არამედ რუსეთის უმაღლესი წერტილიც.იალბუზის აღმოსავლეთ მწვერვალზე პირველად ავიდა ყაბარდოელი კ. ხაშიროვი 1829 წელს, დასავლეთზე — ინგლისელი ალპინისტები ფ. გროვეს მეთაურობით 1874 წელს. საბჭოთა პერიოდში იალბუზის რაიონი გახდა მასობრივი ალპინიადების ცენტრი. 1967 წელს აქ ერთდროულად 2400 ადამიანი ავიდა. იალბუზის რაიონი სამთო-სათხილამურო სპორტისა და ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. აქ არის ტურბაზები, თავშესაფრები, ალპინისტური ბანაკები. ჩეგეტის მთაზე აგებულია საბაგირო გზა 2719 მ-სა და 3040 მ-ს შორის. ერთ-ერთ სადგურზე მდებარეობს 1941-1945 წლების პერიოდის იალბუზის დამცველთა საბრძოლო დიდების მუზეუმი.


6.ვარძია-“მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა “აქ ვარ ძია!”, და დაერქვა ამ ადგილს "ვარძია”.


7.III სკოლა ......

მერაბ მესხიშვილი

1. ბაგრატის დაძარი.


2. ვარძია.


3. სიონის ტაძარი.


4. ჯვრის მონასტერი.


5. ბერი გაბრიელის საფლავი.


6. მარტვილის დედათა მონასტერი.


7.ხონის რაიონის სოფელ გორდის "დადიანის ხეობა".

მარიამ მიქაუტაძე

1. ბაგრატის დაძარი.


2. სვეტიცხოველი.


3. წმინდა სამების ტაძარი.


4. გელათის მონასტერი.


5. ვარძია.


6. დავითგარეჯი.


7. უფლისციხე.

თეკლა ბაჯაძე

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 შემდეგი გვერდი>>

7 საოცრება